ალასანიას მხარდამჭერი სენაკელები ნოღაიდელთან გადაბარგდნენ
|
|
2010 წლის 09 03, სამშაბათი - 21:31
|
„რესპუბლიკური პარტიის“ სენაკის რაიონული ორგანიზაციის 6 წევრი და „ალაინსი საქართველისთვის“ 25-მდე მხარდამჭერი ზურაბ ნოღაიდელის პარტიაში გაერთიანდა. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ სენაკის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე გიული ხუხია აცხადებს, ამის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერმა ალასანიამ რამდენიმე კვირის წინ მიიღო გადაწყვეტილება, ეთანამშრომლა ზურაბ ნოღაიდელთან; ამის შემდეგ კი, როგორც ხუხია აცხადებს, მათაც მიიღეს ანალოგიური გადაწყვეტილება, თუმცა, ალასანიას მსგავსად, პოზიცია არ შეუცვლიათ და ისინი აგრძელებენ თანამშრომლობას ნოღაიდელის პარტიასთან. დღეს კი მიიღეს გადაწყვეტილება, გამხდარიყვნენ ამ პარტიის წევრები.
|
|
|