ედპ პოსტ-მოდერნისტულ მოღალატეთა მომრავლებას უჩივის
|
|
2010 წლის 08 02, ორშაბათი - 14:36
|
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, პარტიის 30-ე წლისთავს პროკლამაციების გავრცელებით აღნიშნავს, საიუბილეო თარიღის აღნიშვნა გია ჭანტურიას საფლავზე შეკრებით დაიწყო, რომელის შემდეგაც, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს და თბილისელებს პროკლამაციები დაურიგეს. პროკლამაციაში სამშობლოს ღალატის კრიტერიუმები და თანამედროვე მოღალატეები არიან ჩამოთვლილნი, მოღალატეთა სიის ლიდერი - ზურაბ ნოღაიდელი გახდა, სიაში შესულნი არიან ის პირები, ვინც საქართველოს ნეიტრალიტეტს ითხოვენ და ნატოში შესვლას ეწინააღმდეგებიან, ასევე ისინი, ვინც რუსეთთან მეგობრობას ტერიტორიების უპირობო დაბრუნების გარეშე აპირებენ და ზოგადად პრორუსულ ორიენტაციას ქადაგებენ. ედპ-ს ლიდერის, პარლამენტარ ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, თანამედროვე ორჯონიკიძეებმა და მახარაძეებმა, ცნობილ მოღალატე წინაპრებს გაუსწრეს და ერთგვარ პოსტ-მოდერნისტულ მოღალატეებად ჩამოყალიბდნენ - ისინი არა მარტო ღიად აცხადებენ რომ სამშობლოს მოღალატეები და გამყიდველები არიან, არამედ ამაყობენ კიდეც ამ სტატუსით - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ
|
|
|