თუშეთში საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს ტრენინი ჩაუტარდებათ
|
|
2010 წლის 10 03, ოთხშაბათი - 14:34
|
დღეს და ხვალ ალვანში, თუშეთის დაცული ტერიტორიების საინფორმაციო ცენტრში ადგილობრივი საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებისა და ტრადიციული პროდუქტის მწარმოებლებისთვის ტრენინგი გაიმართება.
სწვალებას 20-მდე მონაწილე დაესწრება. ტრენინგი იმართება პროექტის “თუშეთის რეგიონში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა” ფარგლებში.
პროექტის მხარდამჭერია აშშ-ს საელჩო.
|
|
|