სოხუმი, საქართველო - ერთი წლის შემდეგ, რაც ხანმოკლე ომის შედეგად საქართველომ აფხაზეთი დაკარგა, რუსეთი განუხრელად ზრდის საკუთარ სამხედრო და ეკონომიკურ გავლენას ამ პატარა, მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდბეარეობს.
პარასკევს, ვიდრე რუსეთის აღიარების შემდეგ (2008 წლის აგვისტო), აფხაზეთში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართებოდა, აქ სანაპირო დაცვის ორო რუსული გემი შემოვიდა, რომელთა მიზანი იყო, ოჩამჩირის პორტთან ქართული გემების მიახლოვება არ დაეშვათ.
რუსეთის გარდა, აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ ორმა სახელმწიფომ, ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარეს. მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანამ არჩევნებს იგნორირება გაუკეთა, საქართველომ კი მომხდარს ფარსი უწოდა.
აფხაზეთის ოფიციალური პირები კატეგორიულად არ ეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომ რეგიონს, რომელიც სუბტროპიკული კლიმატის და შესანიშნავი პლიაჟების გამო საბჭოთა ელიტის საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო, რუსეთი იპყრობს. რუსეთი ასევე ამტკიცებს, რომ აფხაზეთის ავტონომიას პატივს სცემს. მეორე მხრივ, არც რუსეთი და არც აფხაზეთი არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ეს უკანასკნელი პირველის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის გარეშე ვერ ვერ იარსებებს.
”ჩვენ არ გვაშფოთებს ის, რომ რუსეთი საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გვიყენებს. რუსეთი – ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, და ჩვენ ჩვენი ინიციატივით მივმართეთ მათ დახმარებისთვის მას შემდეგ, რაც მან აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა” – ამბობს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა და გამოქვეყნებული მონაცემების თანამხად, ხმების 59,4 % მიიღო.
რუსი დამკვირვებლების თქმით, არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა, თუმცა ბაღაფშის კონკურენტმა, წარსულში საბჭოთა უშიშროების აგენტმა რაულ ხაჯიმბამ, რომელმაც ხმების 15,4% მიიღო, განაცხადა, რომ დარღვევბი მოხდა და პირობა დადო, რომ არჩევნების შედეგებს გაასაჩივრებს.
რუსეთს მშვიდოაბიანი და ლოიალური აფხაზეთი სჭირდება, რადგან რეგიონი ნავთობის და გაზის საკვანძო მარშრუტების მეზობლად მდებარეობს. 1990-იანი წლების დასაწყისში, გამძაფრებული ეთნიკური კონფლიქტის დროს (როდესაც აფხაზეთი პირველად გამოეყო საქართველოს), ტურისტული ინფრასტრუქტურა განადგურდა; დედაქალაქ სოხუმში, ერთ დროს მდიდრულად გაწყობილი სანაპირო დანგრეული სასტუმროების ამარა დარჩა, ხოლო სიმწვანეში ჩაფლული სოფლები ქართველების მიტოვებული სახლებითაა მოფენილი. იმავდროულად რუსეთ-აფხაზეთის საზღვრიდან სულ რაღაც 12 მილში (20 კილომეტრზე ნაკლები) სოჭია – შავიზღვისპირეთის საკურორტო ქალაქი, სადაც 2014 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს.
დღევანდელ დღეს რუსეთის სამხედრო კონტიგენტი აფხაზეთში ათასი მესაზღვრისა და ორი ათასი სამხედროსგან შედგება, რომლებიც დიდ წილად გადაუთაში, კარვების ბანაკში არიან დისლოცირებულები, სოხუმიდან ჩრდილო-დასავლეთით 37 კილომეტრის მანძილზე. სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მოქმედი ხელშეკრულების თანახმად განსაზღვრულია, რომ შემდეგი წლის განმავლობაში ბაზაზე კიდევ 1 800 სამხედროს განთავსების პირობები უნდა შეიქმნას (ამის შესახებ აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა გარი კუპალბამ განაცხადა).
დეკემბრის ბოლოს ოჩამჩირეში სანაპირო დაცვას კიდევ ორი გემი შეუერთდება, გუდაუთაში კი ორი-სამი წლის განმავლობაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ბაზა განთავსდება – ყველა აუცილებელი კომუნიკაციითა და ყაზარბებით. ამის შესახებ აფხაზეთში რუსეთის ელჩი სიმონ გრიგორიევი იუწყება.
”რა თქმა უნდა, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო გავლენა არსებობს, და რა თქმა უნდა, არსებობს ეკონომიკური გავლენაც, იმის გამო, რომ ჩვენ რეგიონს დიდ ფინანსურ დახმარებას ვუწევთ. თუმცა აფხაზეთის დამოუკიდებლობისადმი ჩვენ ძალიან სერიოზული დამოკიდებულება გვაქვს”, განაცხადა მან.
აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე მოქმედი ვალიუტა – რუბლია, ხალხი კი დიდიწლად რუსულ ენაზე და არა აფხაზურად საუბრობს; გარდა ამისა, ახლახანს სატელეფონო ნომრების ინდექსები ქართულიდან რუსულზე შეიცვალა.
წელს რუსეთმა აფხაზეთს ორი მილიარდი რუბლი (66,5 მილიონი დოლარი) გამოუყო, რაც მისი ბიუჯეტის 57%-ია. აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის ქრისტინა ოზგანის თქმით, 2010 წელს ქვეყნის ბიუჯეტის და რუსული დახმარების თანაფარდობა იგივე დარჩება.
ცოტახნისიწნანდელი შეფასებით, 1992-93 წლების ომის დროს აფხაზეთი დაახლოებით 200 000-მა ქართველმა დატოვა. მოსახლეობის აღწერის ბოლო მონაცემებით, რომელიც 2003 წელს ჩატარდა, მოსახლეობის რაოდენობამ მხოლოდ 215 000 ადამიანი შეადგინა, რომელთაგან, ბაღაფშის თქმით, 93 000 აფხაზია, დანარჩენები კი – სომხები, რუსები და ქართველები.
მთავრობის წარმომადეგენელთა თქმით, თურქეთში ნახევარმილიონზე მეტი აფხაზი ცხოვრობს, დიდწილად – 19-ე საუკუნეში რუსეთიდან განდევნილი აფხაზების შთამომავლები. ამტკიცებენ, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ეკონომიკური განვითარების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე მათი ნაწილის სამშობლოში დაბრუნების იმედი არსებობს, მაგრამ ჯერ ჯერობით მხოლოდ ორი ათასი ადამიანი დაბრუნდა.
”დემოგრაფიასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გვაქვს. ჩვენ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ენა და ეთნიკური თვითშეგნება შევინარჩუნეთ, მაგრამ დიდი დანაკარგების ფასად” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ.
რუსეთის უმსხვილესმა ნავთობკომპანიამ ”რუსნეფტმა” აფხაზეთთან თანამშრომლობაზე და წელს მისთვის გაზის მიწოდებაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი (ამის თაობაზე გრიგორიევი იუწყება). ისევ გრიგორიევი ამტკიცებს, რომ ”გაზპრომი” – რუსეთის გაზის მონოპოლისტი კომპანია – შეიძლება აფხაზეთის საკუთარი საქმიანობის სფეროში ჩართვით დაინტერესდეს.
ოზგანმა იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთი შეძლებს თავისი ადგილმდებარეობის (ზღვის სანაპირო, რომელიც აღმოსავლეთის და დასავლეთის გზაჯვარედინზეა) გამოყენებას და ვაჭრობის და ტურიზმის ცენტრად იქცევა.
”ჩვენ შევძლებთ, რომ დიდი აბრეშუმის პატარა გზად ვიქცეთ”, თქვა მან.