კრემლი საქართველოსთვის ემბარგოს მოხსნის საკითხს განიხილავს
|
|
2010 წლის 10 03, ოთხშაბათი - 15:24
|
ზურაბ ნოღაიდელის მოკოვური ვიზიტის განხილვისას, რუსული მედია აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლბა მზად არის განიხილოს საქართველოსთვის დაწესებული ეკონომიკური ემბარგოს მოხსნის საკითხი, ამით კრემლი ცდილობს წაახალისოს ის ქართველები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს ბედი კვლავ კრემლის დარბაზებში წყდება - აღნიშნავს ინტერნეტ-მედია. საქართველოს ხელისუფლება უკვე გამოემხაურა გავრცელებულ ინფორმაციას, კახა ბაუნდურაშვილის შეფასებით, ემბარგოს მოხსნა დადებითად აისახება ქართული ეკონომიკაზე და ზოგადად პოზიტიური მოვლენა იქნება, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რუსეთმა რელუად გადადგას ეს ნაბიჯი, სავარაუდოა, რომ ეს ზუსტად ისეთივე პიარ-აქცია იქნება, როგორიც იყო საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, როდესაც რამდენიმე რეისი შესრულდა და შემდეგ მოსკოვმა არარსებული დავალიანების გადახდის მოთხოვნით, კვლავ ჩაკეტა საჰაერო სივრცე - აცხადებს ბაინდურაშვილი.
|
|
|