დღეს, თბილისის საპატრულო პოლიციას, პროექტის "საქართველოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება ოჯახური ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლების დასახმარებლად" ფარგლებში ტრენინგი ჩაუტარდა, რომელიც ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (ძდექი) ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ესტონეთის ღია საზოგადოების ინსტიტუტთან ერთად განხორციელდა.
"საქართველოში, პოლიციის გამოძახებების ყოველი მეოთხე შემთხვევა ოჯახური ძალადობაა. ეს კი ნიშნავს, რომ ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა. საქართველოში ქალები სამართალდამცავ ორგანოებს მაშინ მიმართავენ, როცა მათ ფიზიკურად უსწორდებიან, ასახიჩრებენ და მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგება. კვლევის თანახმად, ქალებს ცხვენიათ იმის აღიარება, რომ ძალადობის მსხვერპლნი არიან. ამ პრობლემის მოგვარების გასაღები თქვენს ხელთაა, თქვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული," _ მიმართა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს ჰალვა კასემ ესტონეთის რესპუბლიკის ღია საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელმა.
ყოველი მე-4 შემთხვევა, რომელზეც პოლიცია მუშაობს, დაკავშირებულია ოჯახური დავების განხილვასთან და ოჯახში ძალადობის საქმეების გამოძიებასთან. საპატრულო პოლიცის თანამშრომელთა ყოველი მე-5 გამოძახება შემთხვევის ადგილზე - დაკავშირებულია ოჯახურ ძალადობასთან.
"Oოჯახური ძალადობის თემა, საკმაოდ არასასიამოვნოა ორივე ქვეყნისთვის, როგორც ესტონეთისთვის, ასევე საქართველოსთვის, ორივე ქვეყანაში ცდილობენ ამ თემაზე არ ილაპარაკონ, თუმცა პრობლემა არის და საკმაოდ მწვავედაც. რადგან ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი სოციალური პრობლემაა," _ განაცხადა მარიკა იუსემ ესტონეთის პოლიციის ფსიქოლოგმა.
საქართველოს პოლიციელების აზრით, საქართველოში, ოჯახური ძალადობა ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
გამოკითხული პოლიციელების 92% მთავარ პრობლემად ფიზიკურ ძალადობას ასახელებს. პოლიციელების შეფასებაზე დაყრდნობით შეიძლება ვილაპარაკოთ, ფსიქოლოგიური ძალადობის ფართო მაშტაბზეც, რომელსაც გამოკითხულთა 82% პრობლემად ასახელებს. გარკვეული ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები წარმოიშობა სექსუალური ძალადობის შეფასებისას.
თუ საუბნო სამსახურის თანამშრომელთა 93% თვლის ამას პრობლემად, ამ მოსაზრებას, მხოლოდ საპატრულო პოლიციელთა 55%. იზიარებს
"ესტონეთში ქალთა ციხეში, ბევრი ქალი იხდის სასჯელს საკუთარი მეუღლის მკვლელობისთვის, მაგრამ ისინი მანამდე, ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ, რომლებმაც ვეღარ გაუძლეს ფიზიკურ ძალადობას და შედეგად მათ ქმრები დახოცეს. ამ პრობლემას თავიდანვე უნდა მოგვარება," _ აღნიშნავს ჰალვე კასე.
ფიზიკური ძალადობისგან პრაქტიკულად ერთნაირად ზარალდებიან დედები და ქალიშვილები. პოლიციელები თვლიან, რომ ფიზიკური ძალადობა შედარებით ნაკლებად ეხება მოხუცებს.
პოლიციელების შეფასებით, ყველაზე მეტად გავრცელებულია ოჯახური კონფლიქტები, რომლებიც მთავრდება მსუბუქი ფიზიკური დაზიანებებით, ასეთი შემთხვევები გაცილებით მეტია, ვიდრე კონფლიქტები - დამთავრებული ფიზიკური დაზიანებების გარეშე.
ალკოჰოლი წარმოადგენს ძალადობის გამომწვევ მნიშვნელოვან ფაქტორს, მაგრამ მას გადამეტებული მნიშვნელობას ანიჭებენ და ფიქროვბენ, რომ ძალადობა მხოლოდ იმ ოჯახებში ხდება სადაც, ან ქმარი ან ცოლი, ავლენს მიდრეკილებას ალკოჰოლისადმი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა 91% ადასტურებს, რომ უმეტეს შემთხვევებში, როდესაც იძახებენ პატრულს ძალადობის შემთხვევის ადგილზე, მოძალადე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება, მაშინ როდესაც მსხვერპლი ფხიზელია.
როგორც ალკოჰოლი, ასევე ნარკოტიკული ნივთიერება, ძალადობის განხორციელების გამომწვევ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფ მოძალადეს პოლიცია უფრო იშვიათად ხვდება, ვიდრე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფს.
სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ესტონეთში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ ოჯახური ძალადობა ერთ-ერთ ყველაზე ფარულ დანაშაულთა სახეობას წარმოადგენს. პოლიციამდე, როგორც წესი, შემთხვევების ძალიან მცირე ნაწილი მიდის, ოჯახური ძალადობის ფაქტების დაახლოებით 10%. პოლიციელს უმეტეს შემთხვევაში იძახებენ შემთხვევის ადგილზე მაშინ, როდესაც მოძალადე მთვრალია ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც ფხიზელი მამაკაცი თავს ესხმის ფხიზელ ქალს, პოლიციამდე მიდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებული მხარე მძიმე ფიზიკურ დაზიანებას ღებულობს.
გამოკითხულ პოლიციელთა 48% თვლის, რომ ქალები არ მიმართავენ დახმარებისთვის პოლიციას, რადგან შიშობენ, რომ პოლიცია ოჯახური ძალადობის შემთხვევებს არასერიოზულად მიიჩნევს.
ქალები, რომლებიც ოჯახურ ძალადობის გამო, ხშირად ისეთ სასოწარკვეთილებაში ვარდებიან, რომ არ სჯერათ საერთოდ არანაირი დახმარების.
გამოკითხულ პოლიციელთა 39 %-ის აზრით, ქალები თვლიან, რომ პასუხისმგებლები არიან ქმრის მიერ ჩადენილი ძალადობის გამო, ადანაშაულებინ თავს იმაში, რომ თავისი ქცევით გამოიწვიეს ძალადობა და რაღაცნაირად დაიმსახურეს ის. გამოკითხულ პოლიციელთა მხოლოდ მეოთხედი თვლის, რომ ძალადობის შემთხვევები, არც ისე სერიოზულია და ამიტომაც ქალები არ მიმართავენ პოლიციას.
ოლიკო ცისკარიშვილი