კახეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
|
|
2010 წლის 09 03, სამშაბათი - 21:32
|
კახეთის შს სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. გამოძიების ინფორმაცით, თბილისში მცხოვრებმა, წარსულში ნასამართლევმა 19 წლის გიორგი ვახტანგის ძე მიქელაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებელი გასროლით სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობა მიაყენა თელავში მცხოვრებ 24 წლის დავით სერგის ძე ასათიანს, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად 7 მარტს გარდაიცვალა.
ეჭვმიტანილი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თბილისში შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ დააკავეს. გამოძიებას კახეთის შს სამხარეო სამმართველო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის I ნაწილითა და 236-ე მუხლის I და II ნაწილებით აწარმოებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს თავისუფლების 10 წლამდე აღკვეთა ემუქრება.
|
|
|