ლოპოტაში გამართულ დღევანდელ სხდომას, რომელიც ძირითადად პრეზიდენტის გამოსვლას და “რთველი-2009” – ის 13 მესვეურისთვის ღირსების ორდენების გადაცემას მოიცავდა, ჩვეული მკვეთრი განცხადებების, შედარებების და იუმორის გარეშე არ ჩაუვლია.
პრეზიდენტმა საქართველოს ეკონომიკა კვლავ ოპტიმისტურ ნოტაზე მიმოიხილა და აღმავლობის დამადასტურებელ ნიშნად განაცხადა რომ “ყოველ დღე მიწევს ახალი ქარხნებისა და საწარმოების გახსნა” – ო.
ისაუბრა ყატარში განხორციელებულ ვიზიტზეც, საიდანაც ინვესტიციებს ველოდებით და განაცხადა რომ სპარსეთის ყურეში 200 000 ქართული ცხვარია გაყვანილი, “შეიძლება ვინმემ თქვას, რომ საქართველოდან ჯერ ხალხი გააქციეს და ახლა ცხვრები გაჰყავთო, მაგრამ ჩვენ არავინ არ გაგვიქცევია, პირიქით ბოლო პერიოდის მანძილზე საქართველოში ბევრი ადამიანი დაბრუნდა, რაც უფრო ბევრი ცხვარი წავა საქრთველოდან მით უფრო გამიხარდება, იმიტომ რომ ჩვენ აქ ახალი ცხვრები უნდა მოვაშენოთ”
ცხვრებთან ერთად ძირითად სიტყვაში მოხსენიებულნი იქნნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, თუმცა ცხვრებისგან განსახვავებით, უარყოფით კონტექსტში, რომელთა “მოშენებაც” არ ღირს, ვინაიდან მათ “კახელების ბედი ისევე ედარდებათ, როგორც მე მედარდებს ავსტრალიაში ბაბუაწვერას რომელიღაც პოპულაციის გამრავლება” – ბრძანა პრეზიდენტმა
ავისმომასწავებელი იუმორ-შენიშვნის ადრესატი კი ჯანდაცვის მინისიტრი სანდრო კვიტაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც პრეზიდენტის საუბრის მომენტში (პრეზიდენტი კი სულ საუბრობდა მთელი სხდომის მანძილზე) რომელიღაც წინადადებაზე, თვალი წყალში მოცურავე იხვისკენ გაექცა, (ან ისე, განტვირთვისთვის მიაპყრო დაფიქრებული მზერა, ვინ იცის...) რაც პრეზიდენტის მახვილ თვალს არ გამოჰპარვია და “ბატონო სანდრო ბატების ყურება უფრო მნიშვნელოვანია? დროზე დავასრულოთ სხდომა, თორემ აქ ხალხს ბატების ყურება ურჩევნიათ ჩემს მოსმენას” ბატონმა სანდრომ რათქმაუნდა დაირცხვინა და ავსი მოასწავლებლად მიიჩნია (ალბად) პრეზიდენტი ირონიული შენიშვნა, თუმცა პრეზიდენტი უკვე იმით დაინტერესდა “ესენი” წყალში რომ ცურავდნენ, გედები იყვნენ ბატები თუ იხვები, აღმოჩნდა რომ იხვები, თუმცა ამით სანდრო კვიტაშვილს წესით დიდი შევება არ უნდა ეგრძნო.
პრეზიდენტის მწარე, თუმცა ბევრად უფრო სახალისო შენიშვნა, რამდენიმე თვის წინ კობა ხაბაზმაც მიიღო, როდესაც პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით გამოდიოდა, მაშინ მისი განცხადება “მტერმა წელსქვემოთ მოგვაყენა დარტყმა” და კობა ხაბაზის სიცილი ერთმანეთ დროში ”ვერაგულად” დაემთხვა, რაზეც ბატონმა პრეზიდენტმა შეურაცხობილად იგრძნო თავი და ჰკითხა კიდეც “რამე სასაცილოს ვამბობ ბატონო კობა? თქვენ ყევალფერი ბუკვალურად კი არ უნდა გაიგოთ”
მოკლედ საჯარო გამოსვლების დროს, პრეზიდენტის “განზრახ” იუმორი, გასაოგენებლი შედარებები თუ განცხადებები, მრავამხრივი ემოციის ღირსია, თუმცა მთავარია, იმ ჩინოვნიკებს როგორ აქვთ დაცდილი პრეზიდენტის იუმორი, ვისი მისამართითაც არის ხოლმე განკუთვნილი მსგავსი “პოლიტიკური” ხუმრობები