პარლამენტის წინ, ჰოლივუდის პროექტში მონაწილეობის მისაღებად, ათი ათასობით ქართველი მივიდა, ფილმის რეჟისორის რენი ჰარლეინის განცხადებით, ეს სცენა, აუცილელად შევა კინოს ისტორიაში როგორც ყველაზე ხალხმრავალი სცენა, ფილმის კადრში მოხვედრის მსურველი თბილისელები, ”მიშას” და ”საქართველოს” ჩვეული მიტინგური ენთუზიაზმითა და პათეტიკით ყვირიან. რენი ჰარლემ არ იცის, რომ ამ გადაღების გენერალურ რეპეტაციას და ”მარშიროვკებს” 9 აპრილიდან მოყოლებული, თითქმის 4 თვის მანძილზე ენერგიულად რომ გავდიოდით, დღეს ტექსტი, შეძახილები და მიზანი შეცვლილია - თუმცა სხვა ყველაფერი ნაცნობი და მშობლიური, ” - ნენა ამასაც მოვესწარით? – ”მასოვკის” ”მსახიობმა” ასაკოვანმა ქალბატონმა, არ დაიზარა და ჩამოთვალა: ”კასის აპარატებისთვი ვიდექი, დინამოს სტადიონიდან, რომ გამოგვყარეს აღარ ივაჭრებთო - ვიდექით, ვარდები რევოლუციაზე ვიდექი, ლევანიმ, რომ დაგვიძახა ვენაცვალე იმას, მოვედი და აქ ვიყავი, კინოს გულსითვისაც თუ მიტნგს მოვაწყობდით, ეგ აღარ მეგონა ნენა” - იხოკავს მუხლებს ასაკოვანი ქალბატონი.
ახალგზარდები უფრო ჰოლივიდურად აქტიურობენ და ცდილობენ რამენაირად მოახერხონ და კადრში სხვებზე უფრო ”მკვეთრად” დაფიქსირდნენ, ხვალ უსათუოდ იტყვიან მე და ენდი გარსია ერთ ფილმში ვთამაშობდითო.
თუმცა, ყველა ”უპირობოთ” არ აღფრთოვანებულა დღევანდელი მოვლენების მთავარი გმირით, - ჩვენი პრეზიდენტი სჯობია - ამრეზით უყურებს ჰოლივუდის ვარსკვლავს შუახნის ქალბატონი, რომელიც პომადას თითქმის გამუდმებით ისვავდა და ”პუდრას” სარკეშიც გამუდმებით არა მაგრამ, ინტენსიურად იყურებოდა - ასეა, მსახიობებს ”ეფექტური” გრიმი სჭირდებათ ”კადრიც” რომ ეფექტური გამოვიდეს.
ენდი გარსიას და მიხეილ სააკაშვილის შედარებით დახასიათებით დღეს დაახლოვებით 5 ათასი ქალი ერთდოულად იყო დაკავებული, ”ფაქტის” კორესპონდენტმა ინტენსიური არაფორმალური გამოკითხვა აწარმოვა და საინტერესო სტატისტიკაც გამოიკვეთა. 30 წლამდე მანდილოსნების უმეტესობა ენდი გარსიას ხიბლის ქვეშ არის მოქცეული, 30 -50 წლამდე - ძირითად ნაწილს გულწრფელად სჯერა, რომ "ჩვენი სჯობია” დაკონკრეტებაც შეუძლიათ - უფრო ემოციურია, ენერგიული, გამოხედვაც სხვანაირი აქვს და უფრო მოძრავია - მოძრავი რა განცხადებების ლენტა ხომ არის? - სცადა გახუმრება მამაკაცმა, რომელიც აშკარად ”კავკასიის” მაყურებელთა აუდიტორიიდან იყო. ასაკოვანი ქალბატონები კი საკითხს ოჯახური პრინციპით ”ავია თუ კაია ჩვენია” - ს პრინციპით უდგებიან.
რათქმნაუნდა ოპოზიციურად განწყობილი ქალბატონებიც იყვნენ, რომლებიც ჰოლივუდის ხათრით კი ყვიროდნენ ”მიშა” ”მიშას” მაგრამ შუალედებში ქართულ ”ნაუცბათევ” სურვილსაც გამოთქვმდენენ, არ შეიძლება ჩვენი პრეზიდენტი ”ამაში” მართლა გადავცვალოთო? ”ამას” ანუ ენდი გარსიას რაც შეეხება, საქართველოს პრეზიდენტის ხასიათი და ჩვევები ეტყობა ისე ვირტუოზულად გაისიგრძეგანა, რომ გადაღებებზე მოსვლა საგრძნობლად დააგვიანა და ”სასურათედ” შეკრებილ მიტინგს, საპროტესტო მუხტი შეჰმატა.
ისე ლოგიკური კითხვაც გაჩნდა, ნინო ბურჯანაძეს, ლევან გაჩეჩილძეს ან სალომე ზურაბიშვილს ამდენი ხალხის დანახვაზე გულმა რომ ვეღარ გაუძლოთ, და სცენაზე ენდი გარსიას უფრო გასაგებ ენაზე ”დაწერილი” სიტყვა ჩამოართვას, სად მიდიანო? თუმცა გადაღებებმა ექსცესების გარეშე ჩაიარა, 4 დუბლი გადაიღეს და ხალხსაც ის გაუტკბა მონატრებული მიტინგი, რომ ვირაცამ წინადადება დააყენა, რა იქნება აქვე სახელდახელოდ, ერთი პატარა კარავიც რომ ჩავდგათო?
მედია, რომელიც ენდი გარსიამ ახლოს არ გაიკარა, ამჯერად ორმაგად დატვირთული აღმოჩნდა - კარგი კადრები და ამბები არ უნდა გამოგვპაროდა და ენდი გარსიასთვისაც ”ღირსეული სამსახიობო პარტნიორობა გაეწიათ” მოკლედ პარლამენტის წინ, ნამდვილი ჰოლივიდური ”თუხთუხი” იყო, დღეს ხელისუფლებაც გულმოწყალე გამოდგა და ”ზონდერ ბრიგადების” ნაცვლად სამარშრუტო ტაქსები ”გამოგზავნა” მომიტენგეთა დასაბინავებლად, მეტროც 1 საათით გვიან დაიხურება და იმ პლაკატებსაც, რომელიც ხალხს რეკვიზიტად ეკავა ხელში, გადამღებმა ჯგუფმა უკან ჩაიბარა.
ენდი გარსია ხვალ დაგვტოვებს და დაგვიტოვებს იმედს, რომ ჰოლივუდის პროექტი საქართველოზე, ბევრად უფრო წარმატებული აღმოჩნდება, ვიდრე ფილმის გმირების პროტოტიპების ერთი წლის წაინანდელი გააწყვეტილებები და გამოსვლები, და რათქმაუნდა ისე, სასხვათაშორისოდ სათქმელიც ექნებათ თბილისელ ”ბირჟავიკებს” ”გახსოვს მე და ენდი ერთ ფილმში რომ გადაგვიღეს?” ”შეგვაწუხა რა ამ ჰოლივუდმა, ახლა ვარკვლავის გახსნაზე იარე და კიდე ოსკარის ცერემონიაზე” ”მე და ენდიმ ამ რესტორანში შევიარეთ და...” და ა.შ.
ლევან ქენქაძე