სახალხო დამცველი გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
|
2010 წლის 09 03, სამშაბათი - 17:59
|
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ჟენევაში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებათა საკითხებში, ვალტერ კელინს შეხვდა.
გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა და საქართველოს სახალხო დამცველმა ისაუბრეს ველტერ კელინის მიერ 2008 წელს მომზადებულ ანგარიშზე, რომელიც საქართველოში დევნილთა უფლებრივ მდგომარეობას ასახავს. მათ ასევე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე რაიონებში ამჟამად არსებული ვითარება.
გიორგი ტუღუშმა კელინს გააცნო სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ის სამუშაო, რომელსაც ინსტიტუტი დევნილთა უფლებების დასაცავად ეწევა. მათ ასევე ისაუბრეს მონიტორინგის პროცესზე, რომელსაც სახალხო დამცველი აპარატი ამჟამად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით.
სახალხო დამცველი და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური მომხსენებელი სავარაუდოდ ერთმანეთს ბატონი კელინის თბილისში მომავალი ვიზიტის დროს შეხვდებიან.
|
|
|