ქარ         eng         рус
კალენდარი
აგვსექტემბერი 2010ოქტ
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910
ვალუტის კურსები

ამინდის პროგნოზი

საზოგადოება

როგორ "ხედავენ" უსინათლოები გაზაფხულზე პეპელას
2009 წლის 17 11, სამშაბათი - 03:14

"პატარა, ბალახით დაფარული და თითქმის შეუმჩნეველი ბილიკი აბობოქრებული, ზღვისაგან წალეკვას მოელოდა. ადრე ძალზე მნიშვნელოვანი გზა იყო. მასზე უამრავი ადამიანი, ცხოველი და მანქანა მიმოდიოდა. ადამიანები ჯებირებით ამაგრებდნენ და ასუფთავებდნენ... გავიდა ხანი და ჩვენი ბილიკი ყველას გადაავიწყდა. ხალხმა უკეთესი გზა მოძებნა და ჩვენი ბილიკი შეუბრალებელი ბილიკის წინაშე აღმოჩნდა. ძლიერმა წვიმებმა, თოვლმა და მეწყერებმა თავისი  გაიტანეს. გზის უდიდესი ნაწილი ჩამოინგრა, გადარჩენილზე კი ბალახმა გაიხარა. უკანასკნელად მასზე სამი თვის წინ უპატრონო, ჭუჭყიანმა ძაღლმა კოჭლობით გაიარა, ჩვენი ბილიკის მსგავსად უბედურმა. შიმშილისაგან ნეკნები უჩანდა.

 


ჩვენს ბედუკუღმართს, ხშირად ესიზმრებოდა, რომ მასზე ისევ უამრავი ადამიანი დადის, ხოლო მშენებლები ჯებირებს უმაგრებენ, ასეთი სიზმრები იმედს აძლევდნენ და იგი მხნედ განაგრძობდა არსებობას. ერთხელ ზღაპრული სიზმრის შემდეგ გამოღვიძებულმა დაინახა, რომ მხეც ტალღებს დაენგრიათ ჯებირის შემორჩენილი ნაწილიც და ახლა მას შეეძლო თავის შველა. “ზღვა, ზღვაო! რატომ არ გებრალები? მე ხომ შენთვის არაფერი დამიშავებია!” - ესღა მოასწრო ჩვენმა უბედურმა და ერთი ყველაზე დიდი ტალღა მივარდა და ადგილს მოსწყვიტა. იგი ჯერ ნელა მიექანებოდა ზღვისაკენ, მერმე უფრო სწრაფად...

 


ყველაფერი დამთავრდა. ზღვა დაწყნარდა, ცაზე ერთი ღრუბელიც არ ჩანდა. ბილიკმა დაასრულა თავისი გრძელი სიცოცხლე და მის ნამსხვრევებს პატარა ტალღები ეთამაშებოდნენ", - ეს მოთხრობა მეცხრეკლასელმა უსინათლო ესმა გუმბერიძემ დაწერა. ასე აღიქვამს უსინათლო პატარა გარესამყაროსა და ცხოვრებას. მასთან ერთად ის 44 უსინათლო ბავშვიც, რომელიც 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მოსწავლეა. უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი, რომელიც ავლაბრის მეტროსთან, სულ რაღაც 150 მეტრშია, ერთადერთია მთელ საქართველოში.

 


რამდენი უსინათლო ბავშვი ცხოვრობს საქართველოში, ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ფაქტია, რომ სადღეღამისო სკოლა-პანსიონში, მხოლოდ 45 მოსწავლე სწავლობს, არადა მათი რიცხვი გაცილებით მეტია. ბევრი უსინათლო ბავშვი მხოლოდ იმიტომ რჩება ამ კედლების მიღმა და სწავლა განათლების გარეშე რჩება, რომ საზოგადოება მათ ვერ აღიქვამს სრულფასოვან წევრებად. მათ მინიჭებული აქვთ უნარშეზღუდულების სტატუსი. სტიგმა - ქართული საზოგადოებისთვის საკმაოდ უცნობი მცნებაა, მაგრამ კარგად ნაცნობი ფენომენია.

 

დამღა, რომელიც ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება, კონსტიტუციით მინიჭებულ ყოველგვარ უფლებას ერთი ხელის მოსმით აუფასურებს. ამ სტიგმის მსხვერპლია ბევრი ის ადამიანი, რომელიც ოჯახებში ყავთ გამოკეტილი და იმის გამო, რომ მათ არ აქვთ მხედველობა უსარგებლო ნივთად გადაქცევის საშიშროება ემუქრებათ. არასწორი წარმოდგენის გამო საზოგადოება მათ რიყავს და თავიდან იცილებს. უსინათლოებიც ჩვენი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მათ საშუალება მივცეთ, საზოგადოებისთვის სასარგებლო გახდეს.

 


"რამდენიმე წლის წინ სკოლაში 200-250 ბავშვი სწავლობდა. პირადად, მქონდა შემთხვევა, ქუთაისელმა მშობლებმა ბავშვი არ დატოვეს სკოლაში, უარი თქვეს, რადგან ისინი საცხოვრებლად აქ ვერ გადმოვიდოდნენ. ეს უფრო ფსიქოლოგიური მომენტია, საზოგადოების თვითშეგნებაა დაბალი. მშობლებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ ბავშვი, რომელიც ვერ ხედავს, რეგიონიდან ჩამოიყვანოს და აქ დატოვოს. როცა მოიყვანენ და ნახავენ კმაყოფილები არიან, თუმცა აქამდე არავინ მოდის. ერთი ბავშვი მოიყვანეს, რომელიც 6 წელი სხვა სკოლაში იარა, იქ საკუთარი თავი დაითრგუნა. აქ რომ მოიყვანეს ბავშვი წამოვიდა სიცოცხლისკენ, უკვე ისეთი ხალისიანია.. აქ კლასში ცოტანი ზიან, ერთნარად აზროვნებენ. მათ ყველანაირი პირობები აქვთ შექმნილი, თუმცა ყოფილა შემთხვევა, რომ რეგიონიდან ბავშვის გულისთვის თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად." - ამბობს 202-ე უსინათლოთა სკოლა-პანსიონის დირექტორი თამარ მერებაშვილი, რომელიც სამი წელია, ამ სკოლას ხელმძღვანელობს. სკოლა-პანსიონი საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, ამჟამად დაფინანსების წყარო დაიყო.

 

პანსიონური დაფინანსება იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან, საგანმანათლებლო მხარეს დააფინანსებს განათლების სამინისტრო. სკოლა-პანსიონატი ერთ წლიურად ვაუჩერს 345 ლარს იღებს. ყოველ თვეში სამინისტროდან ფინანასების შევსება ხდება. სკოლა-პანსიონის ადმინისტრაცია პროექტებსაც აკეთებენ, საზღვარგარეთის დონორ ორგანიზაციებისთვის. "ამ სამი წლის განმავლობაში 72 ათასი ლარით დაგვაფინანსეს,"- ამბობს სკოლა-პანსიონის ხელმძღვანელი.

 


ეს სკოლა-პანიონი იძლევა იმის საშუალებას, რომ ბავშვებმა სათანადო სწავლა-განათლება მიიღონ და მის კურსდამთავრებულებს სერიოზული პრეტენზიებიც ქონდეთ ცხოვრებისგან. ამის არა ერთი ფაქტიც არსებობს.  ერთ-ერთი მისი კურსდამთავრებული, ამჟამად სახელმწიფო მოხელეა ჯანდაცვის სამინისტროში. მათი ყოფილი მოსწავლე მარი მიქიაშვილმა სწავლა ამერიკაში გააგრძელა. ამჟამად კი მოსწავლეეებს ინგლისურში ამეცადინებს. აგვისტოში კი სწავლის გასაგრძელებლად ნორვეგიაში მიდის.

 


უნივერსიტეტში პრაქტიკულად ყველა აბარებს.. სექტემბერში მაგისტრატურის კურსს საზღვარგართ ორი ამ სკოლის კურსდამთავრებული მიდის _ ამერიკასა და რუმინეთში. პირველი ეროვნული გამოცდის დროს ორმა მოსწავლემ მიიღო უმაღლესი ქულები. ერთმა 96, მეორემ 94.

 


"საკმაოდ კარგად მომზადებული ბავშვები არიან. ისინი უფრო აქტიურნი არიან და ჩართულნი არიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩვენთან სწავლობენ ბრაილის შრიფტით (ლუი ბრაილი მე XVII საუკუნის უსინათლო ფრანგი, რომელმაც შექმნა შრიფტი და რომელმაც დაიპყრო მთელი მსოფლიო), განათლება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, ბავშვები ჩვეულებრივ ატესტატს ღებულობენ. ვიყენებთ კორექციულ მეთოდებ..." _ ამბობს თამარ მერებაშვილი, რომელიც მათთან 1994 წლიდან მუშაობს.

 

სკოლაში გაკვეთილებზე დასწრების უფლებასაც გვაძლებს და ამაში კიდევ ერთხელ ვრწუნდებით, რუსულისა და ინგლისურის გაკვეთილებზე, სადაც მასწავლებლებიც უსინათლოები არიან, საკმაოდ გამართულად და თვითდაჯერებულად აბარებენ მოსწავლეები პედაგოგს გაკვეთილებს. კომპიუტერის სწავლების კაბინეტშიც საკმაოდ საინტერესო სიტუაცია დაგვხვდა, კომპიუტერული პროგრამირების მასწავლებელი კახა ცხოვრებაშვილი მოსწავლეებით, რომლებიც კომპიუტერს ჯოისის პროგრამით ასწავლის, (პროგრამა, რომელიც ვინდოუზს ახმოვანებს) კმაყოფილია, განსაკუთრებით 14 წლის ბექა მოზლიშვილით, რომელსაც პროგრამების ინსტალაცია უკვე დამოუკიდებლად შეუძლია. მასწავლებელი მას დიდ პროგრამისტობას უწინასწარმეტყველებს.

 


საშუალება მოგვეცა ბიოლოგიის გაკვეთილსაც დავსწრებოდით. უკვე 31 წელია, აქ პრეზიდენტის სტიპენდიანტი ალინა გოცირიძე ასწავლის, რომელიც ერთადერთი ტიფლო პედაგოგია საქართველოში, რაც ნიშნავს მეცნიერება უსინათლოთა სწავლების შესახებ. (საერთაშორისო ასოციაციის წევრი, კითხულობს ლექციებს და ხშირად იწვევენ საერთაშორისო სიმპოზიუმებზე). ბიოლოგიის გაკვეთილზე უხმოდ, სუნთქვაშეკრული ვადევნებდი თვალს, როგორ "ხედავდნენ" უსინათლო ბავშვები ბრაილის ნახატზე პეპელას და როგორ ადარებდნენ ისინი ნამდვილ პეპელას, რომელიც  მაათთვის დაიჭირა მასწავლებელმა. ნიჟარებს, გირჩებს, სოკოებს... მარისაც, ესმასაც, ეცოდებათ საწყალი გამხმარი პეპელა, მაგრამ ყველას აინტერესებს შეეხოს ნამდვილ პეპელას. ალინა მასწავლებელი კი სათითაოდ ეხმარება მათ შეიგრძნონ ის ნივთები, რომლის დანახმა მათ არ ძალუძთ.

 


დასვენებაზე დერეფანში, უჩვეულო სიმშვიდე იყო. ბავშვები დაუხმარებლად გადაადგილდებოდნენ ოთახიდან ოთახში, სართულიდან სართულზე. "ჩვენ მათ საყოფაცხოვრებო და სივრცულ ორიენტაციასაც ვასწავლით," _ გვიხსნის სასწავლო ნაწილის გამგე თათია ახალაძე და შრომის კაბინეტში გვიძღვება, სადაც ბავშვები დამოუკიდებლად სწავლობენ სადილის მომზადებას. აქ ამ ოთახში, ერთმა 17 წლის მოზარდმა გემრიელი კარტოფილის სალათის მომზადება ისწავლა, არადა, აქ მოსვლამდე, ფეხსაცმლის თასმის შეკვრაც კი არ შეეძლო, იხსენებენ მასწავლებლები.

 


სპორტული დარბაზიდან კი ომახიანი მრავალჟამიერი შემოგვესმა. აღმოჩნდა, რომ ბავშვები კონცერტისთვის რეპეტიციას გადიოდნენ, რომელიც ოპერაში გაიმართა. იდგნენ ამაყად თავაწეულნი და მრავალჟამიერს უმღეროდნენ სამშობლოს...
ტანში გამცრა, გამახსენდა, როგორ ამაყად მღეროდნენ 1989 წლის 9 აპრილის ღამეს უსინათლოები შავლეგოს...

 

 

P.S ამ სკოლაში სტუმრობისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თუ ადამიანი მოინდომებს, ყველა სურვილს და ოცნებას მიაღწევს, და ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ის ადამიანი უნარშეზღუდულია თუ არა.

 


საზოგადოების თვითშეგნების ამაღლებაზე კი ალბათ, ყველა ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ, რადგან ათასობით უსინათლო ბავშვი რჩება საქართველოში სწავლა-განათლებისა და ოცნებების გარეშე. ალბათ დროა, დაფიქრდეს ჩვენი ძლიერი ამა ქვეყნისანი, რომ ამდაგვარი სკოლა თუ არა, დღის ცენტრები მაინც გააკეთდეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომ საშუალება მიეცეთ ელემენტარული სწავლა-განათლების, იმ უსინათლო ადამიანებს, რომლებსაც, თუნდაც, სოციალური სტატუსი არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ თბილისის უსინათლო სკოლა-პანსიონში ისწავლონ.
      

ოლღა ცისკარიშვილი

ფოტოები  - ოლღა ცისკარიშვილის

 

თემატურად დაკავშირებული სიახლეები

 

   

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლეები
08-09-2010 - 11:42
პანიკა სვანეთში - მოსახლეობას ეშინია, რომ მიწებს წაართმევენ ...
30-07-2010 - 23:46
რატომ ვეღარ იხსენებს რუსთავის მერი თავის წინასაარჩევნო დაპირებებს ...
02-07-2010 - 13:24
საარჩევნო ბრძოლა წესების გარეშე ...
12-06-2010 - 01:11
„wycieczka kontrastów” ...
12-06-2010 - 01:04
Siedmiodniowa wycieczka po Gruzji – „przyroda i winnice Gruzji” (7 dni – 6 nocy) ...
09-06-2010 - 13:18
”შავ-თეთრი თბილისი” ...
08-06-2010 - 14:32
ტაბუირებული ტერორის ქრონიკა.. ...
20-05-2010 - 23:25
"მადლობა უფალს, რომ ტყეებს თვითგანახლების უნარი აქვს" ...
17-05-2010 - 12:48
ეროვნულ საგანძურს განადგურება ემუქრება ...
21-04-2010 - 19:29
ხელისუფლება უნარშეზღუდულ მოზარდებსაც წილში უზის ...
20-04-2010 - 17:56
კვასნევსკი: მოსკოვის მიმართ „პოლონეთში კლიმატი მალე შეიცვლება“ ...
15-04-2010 - 13:03
თბილისის კეთილმოწყობის სამსახურმა საფინასო დოკუმენტაციას ”გრიფით საიდუმლო” დაადო ...
27-03-2010 - 19:30
ცენტრალური აზია და კავკასია: მთავრობები შეიარაღებაზე ხარჯებს ზრდიან ...
26-03-2010 - 23:58
რეპორტაჟი უმისამართო სოფლიდან ...
21-03-2010 - 20:40
სტეფანი მაიერი - ”მეპატრონე” - თავი პირველი ...
21-03-2010 - 20:40
სტეფანი მაიერი - ”მეპატრონე” - თავი მეორე - მიყურადებული საუბარი ...
21-03-2010 - 20:24
სტეფანი მაიერი - მეპატრონე - თავი III ...
11-03-2010 - 15:20
მოხევეები შველას ითხოვენ ...
25-01-2010 - 16:22
უკრაინული არჩევნები რეგიონში აშშ-ს გავლენის შემცირებას ადასტურებს ...
09-01-2010 - 18:41
11 იანვარს მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებულებს განაჩენს გამოუტანენ ...

 

საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტის” რეიტინგი