ქარ         eng         рус
კალენდარი
აგვსექტემბერი 2010ოქტ
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910
ვალუტის კურსები

ამინდის პროგნოზი

პოლიტიკა

მარტივი ინტრიგის ხელოვნება:
2009 წლის 03 11, სამშაბათი - 13:05

 

საინფორმაციო სააგენტო “ფაქტის” საიტზე, 29 სექტემბერს, გამოქვეყნდა სტატია “ქართული დიპლომატიის შედევრები” სადაც დაბეჭდილი იყო იაპონიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, ვანო მაჭავარიანის წერილი, რომელიც მან საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მაშინდელ მოადგილეებს გრიგოლ ვაშაძეს და ნიკოლოზ ვაშაკიძეს იაპონიიდან გამოუგზავნა.  წერილში საქართველოს ახლად დანისნული ელჩი იაპონიაში, წერდა რომ რუსეთის ელჩი იაპონიაში ”ამხანაგი ბელი” მიმართავს როგორც სოციალისტური რესპუბლიკის ელჩს და ეკითხებოდა, რა ვქნაო?


წერილი თავისთავად “სახალისო” გვეჩვენა, ბლანკით, ბეჭდით, ნუმერაციით და ხელმოწერით – ასეთი ოფიციალური მიმოწერა იძლეოდა კიდეც “ხალისობის” საფუძველს.

 

თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ წერილს უფრო მეტი დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე უბრალოდ ”სახალისო”

 

 

დაახლოვებით ერთი კვირის წინ რედაქციას ვანო მაჭავარიანი დაუკავშირდა და საინტერესო რამ გვითხრა, მსაგავსი წერილი ბუნებაში არ არსებობსო.

 

 

ვანო მაჭავარიანის ამ განცხადების შემდეგ, საგარე საქმეთა სამინისტოსგანაც მივიღეთ დაგვიანებული წერილი, სადაც ოფიციალურად გვწერდნენ, რომ ჩვენს ვებ გვერძე გამოქვეყნებული სტატია “იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ყოფილი ელჩის ბ – ნი ივანე მაჭავარიანის მიერ საგარეო

საქმეთა სამინისტროში გამოგზავნილ წერილის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს, აღნიშნული წერილი არ აღირიცხება სამინსიტროს კანცელარიაში და არ ემთხვევა სამინისტროს იგივე ნომრით შემოსულ წერილს”  (საგარე საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილი წერილის სრულ ვერსიას აქვე გთავაზობთ) წერილში ასევე საუბარია ივანე მაჭავარიანის ნაყოფიერ მოღვაწეობაზე იაპონიაში და იმ მნიშვნელოვან სამქეებზე, რომელიც მან ელჩად ყოფნის წელიწადნახვარში გასწია.

 

 

ამ საკითხის მეორე ნაწილს, საქართველოს საელჩოს იაპონიაში და ზოგადად, საქართველოს საგარეო სამინისტროს პოლიტიკას აზიის ქვეყნების მიმართ, ჩვენ უახლოეს პერიოდში აუცილებლად ცალკე დავუბრუნდებით, ამჯერად კი იმ “კურიოზული წერილის” ისტორიას მივყვეთ, რომელიც იაპონიის ყოფილმა ელჩმა, საგარეო საქმეთა სამინსიტროს ყოფილ მოადგილეს ამჟამად კი მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს ტოკიოდან თბილისში გამოუგზავნა.

 

.

 

წერილი, რომელიც ჩვენ ჩაგვივარდა ხელთ,  (ვანო მაჭავარიანის მიერ ვაშაძისადმი მოწერილი) დანომრილია, ხელმოწერილი და ყველა წესისი დაცვით, ოფიციალურადაც არის გატარებული.

 

 

საგარეო საქმეთა სამინსიტრო აცხადებს რომ “აღნიშნული წერილი არ აღირიცხება სამინსიტროს კანცელარიაში და არ ემთხვევა სამინისტროს იგივე ნომრით შემოსულ წერილს” თუმცა ხელმოწერა ვიზუალური ფორმაც, ბეჭედი, რეკვიზიტები და ა.შ. ემთხვევა როგორც ბატონ ვანო მაჭავარიანის ხელმოწერას, ასევე საგარეო საქმეთა სამინსიტორს კანცელარიის დოკუმენტების რეგისტრირების წესს. (ოფიციალურ წერილშიც არსად არ არის ნათქვამი, რომ ფორმა, ბეჭედი და აღრიცხვის წესი არ ემთხვევა საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტების, და/ან რეგისტრირების წესებს)

 

 

შერლოკ ჰოლმსისი დედუქციური მეთოდი რომ მოვიშველიოთ, ერთობ უცნაური რამ გამოდის, ცხვირი ჰგავს? – ჰგავს, შუბლი ჰგავს? – ჰგავს, თვალებიც ჰგავს და ვარცხნილობაც, – მაგრამ წერილი მაინც არ არის “ნამდვილი” 

 

 

ვანო მაჭავარიანს, ამ საკითხთან დაკავშირებით, თავისი ვერსია და კითხვის ნიშნები აქვს, “ფაქტი” შეხვდა იაპონიაში საქართველოს ყოფილ ელჩს და ერთობ მნიშვნელოვანი “ამბავიც” შეიტყო.

 

 

- ბატონო ვანო, ეს წერილი, რომელიც ჩვენს საიტზე იყო გამოქვეყნებული, თქვენ გეკუთვნით?

 

- ასეთი წერილი, ნუმერაციით, ხელმოწერით და ოფიციალური ფორმით – ბუნებაში არ არსებობს, თქვენ გინახიათ ამ წერილის დედანი? ვერ ნახავდით იმიტომ რომ არ არსებობს. არის მხოლოდ ისეთი ვერსია რომელიც თქვენთანაც, და დაახლოვებით ერთი წლის წინ ერთ გაზეთშიც დაიბეჭდა.

 

 


- ანუ თქვენი დაწერილი არ არის და ვიღაცამ მოიგონა?

 

- ტექსტი ჩემი დაწერილია, მაგრამ ეს იყო პირადი სახის მიმოწერა, მეგობარს (მე ასე მივიჩნევდი ამ წერილის ადრესატს) ინტერნეტის მეშვეობით გავუგზავნე პირადი ხასიათის წერილი, შემდეგ როგორ მოხვდა ეს ტექსტი პრესაში - ბლანკზე, ხელმოწერიით და ნუმერაციით _ ჩემთვის აფსოლუტურად გაუგებარია

 

 

- ხელმოწერა თქვენი არ არის?

 

- ჩემია, მაგრამ კიდევ გიმეორებთ, ამ წერილზე ხელი არ მომიწერია, მე უამრავი დოკუმენტი მაქვს ხელი მოწერილი რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროშიც არაერთია, როგორც ჩანს ვიღაცამ ამით ისარგებლა. შედეგად მივიღეთ ის “შედევრი” რაც თქვენ და უფრო ადრე, ერთ-ერთმა გაზეთმა დაბეჭდა

 

 

- ეს საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა


- ბრალდებაზე რა გითხრათ, მაგრამ საკმაოდ დამაფიქრებელი და სერიოზული პრეცენდენტია, როგორ მოხვდა პირადი ხასიათის მიმოწერა “ვირაცეების” ხელში, როემლთაც ეს “დოკუმენტი გააკეთეს” ?

 

 

- თუ საიდუმლო არ არის, ვის გაუგზავნეთ ეს ”პირადი ხასიათის”  წერილი?


- წერილი გავუგზავნე მაშინ მინისტრის მოადგილეს, გია ვაშაძეს

 

 

- ანუ დღევანდელ მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს ხომ?

 

- დიახ

 

 

- პირად ფოსტაზე?

 

- კი, პირად ფოსტაზე

 

 

- და ვის ჰქონდა შეხება საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილის ფოსტასთან, შესაძლებელია რომ მისი პირადი მიმოწერა ვინმეს ჰაკერული მეთოდით გაეტეხა?


- ზუსტად ეგ საკითხი დავსვი, პირველად რომ გამოქვეყნდა ეს წერილი, თუ ვინმე სამინსიტროს პირველი პირების ფოსტებს ხსნის და წერილებს “იპარავს” ეს უფრო მეტია ვიდრე საგანგაშო – მაშინაც და ახლაც, იგივე ელჩებისგასნ, ან სხვა პირებისგან, მინისტრების მოადგილეებთან,  სხვა თანამდებობის პირებთან, პირად ფოსტაზე ნამდვილად მოდიოდა და მოდის მნიშვნელოვანი დოკუმენტები, შეტყობინებები რომელიც არაფრით არ უნდა მოხვდეს “უცხო” პირების ხელში, როდესაც ერთ-ერთ გაზეთში, ეს წერი პირველად გამოჩნდა, ზუსტად ეს საკითხი დავსვი მინისტრის წინაშე, რომ მოეკვლით და გამოეძიებინათ პირადად მათი ფოსტები რამდენად არის დაცული და ვინ იყო დამნაშავე კონკრეტულად ამ შემთხვევაში.

 


 
- გამოიკვლიეს?


- მე როგორც მითხრეს კი, და ამ პიროცესში უშიშროების სამსახურიც ჩაერთო

 

 

- და რა დაადგინეს?


- არვიცი, მე მიმთხრეს რომ გამოიკვლიეს, მაგრამ მითხრეს რომ “ჩვენ ვიცით მაგრამ თქვენ ვერ გერტყვითო”

 

 

- რატომო?


- არვიცი, შემდეგ სამინისტროს ვთხოვე რომ გაზეთში დაბეჭდილი პუბლიკაციითვის პასუხი გაეცათ, მაგრამ მითხრეს, რომ არასერიოზული გაზეთია, მაგას არავინ დაიჯერებს და არ მოახდინეს ოფიციალური უარყოფა წერილის, რომელიც ახდენდა ჩემს დისკრედიტაციას.

 

 

- თქვენ თუ გაქვთ ვერსია ვის შიძლება თქვენი პირადი მიმოწერა დოკუმენტად ექცია? თუ გავითვალისწინებთ რომ თქვენ მიხეილ მაჭავარიანის ძმა ხართ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი სახეა,  თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ იაპონიიდან წამოსვლის შემდეგ თქვენთვის სხვა თანამდებობა არ შემოუთავაზებიათ, რაღაც ლოგიკურად ეწყობა, რომ თქვენი დისკრედიტაციის წინააღმდეგნი (რბილად რომ ვთქვათ) სამინისტოს ზედა ეშელონში არ უნდა ყოფილიყვნენ.

 

 
- არ გამოვრიცხავ რომ სამინისტორში გარკვეულ პირებს უნდოდათ კიდეც ჩემი დისკრედიტაცია, არაერთხელ უთქვიათ კიდეც, რომ “ზედმეტად აქტიურად” ვმუშობდი და ზედმეტად ვაწუხებდი თურმე სამინისტროს “მესვეურებს” ამასთან გამაღიზიანებელი იყო ის ფაქტიც, რომ საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს ხელისუფლების, მთავრობის წევრებთან პირადი მეგობრობა მაკავშირებს, ყოფილა შემთხვევები, როდესაც სამინისტრო უმნიშვნელოდ თვლიდა მაგალითად იაპონური ინვესტიციის საკითხს და დამატებითი ეკონომიკურ დახმარების შემოტანის საკითხში, როდესაც კარგა ხნის მანძილზე პასუხსაც კი არ სცემდნენ ცნობილ იაპონელ ბიზნესმენებს, ან ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისეც მომხდარა, რომ ესათუის საკითხი უფრო მაღალი ინსტანციიდან მოგვარებულა, ამან რამდენჯერმე სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია და მითხრეს კიდეც, მათ არ ვაყენებ საქმის კურსში და მათი გვერდის ავლით ვაკეთებ რამეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, მათ გარეშე მხოლოდ ის საკითხები გადაწყვეტილა, რომელზეც თვითონ მათ რამდენიმე თვის მანძილზე ვერ ან არ გადაწყვიტეს, საუბარია თუნდაც პასუხის გაცემაზე და ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებაზე, საკმაოდ ძნელი მისაღწევი იყო ეს საგარეო საქმეთა სამინისტროში

 

 


- და რატომ იყო ეს “ძნელი მისაღწევი”?


- დრო არ ჰქონდათ, ყოველ შემთხვავაში მე ასე მეუბნებოდნენ რომ 2 გვრეძე უფრო მეტი მოცულობის წერილის წასაკითხად და პასუხის გასცემად მათ დრო არ ჰქონდათ, როდესაც საქართველოში იაპონიის 5 წამყვანი გიგანტი კომპანიის პირველი პირები ჩამოვიყვანე, რომელთაც კონკრეტული ბიზნეს ინტერესები და გეგმები ჰქონდათ საქართველოში პროექტების განსახორციელებლად – ვერ შეხვდნენ დრო არ ჰქონდათ.

 

 

 

- ბატონო ვანო, ფაქტია რომ თქვენ კარგი დამოკიდებულება არ გაქვთ სამინისტროს ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან და ეტყობა ისინიც არ იყვნენ დიდი სიმპათიით თქვენს მიმართ განწყობილნი


- მე ვერ ვიტყვი რომ ცუდი დამოკიდებულება მაქვს, არა! მითუმეტეს, არანაირი პირადი ფაქტორი ამაში არ არის ჩართული, პირიქით ბევრ მათგანთან მეგობრული დამოკიდებულება მქონდა

 


- ახლა აღარ გაქვთ? თქვენი შეფასებით, საგარეო სამინისტოს ძირითადი პრობლემა მართლაც “დროის უქონლობაა”?

 


- როგორ გითხრათ, დღეს საგარეო საქმეთა სამინსიტროს ზედა ეშელონში, არიან ტიპიური ბიუროკრატები, რომელთაც იციან, რომ ამ თანამდებობისა და სავარძლის გარეშე, არანაირი პერსპექტივა არა აქვთ, საქმის კეთებაც სათანადო დონეზე მაინცდამაინც ვერ გამოსდით და ამიტომ ცდილობენ რაც შეიძლება დიდიხანს შეინარჩუნონ ეს სიტუაცია, არ მოსწონთ როდესაც რომელიმე ელჩი ან სამინისტორს თანამშრომელი ზედმეტად აქტიურობს, მშვიდი სიტაუცია ურჩევიათ – ასე უფრო ნაკლებ საფრთხეს და პრობლემებს გრძნობენ.

 

 


მაგალითისთვის გეტყვით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, აზიის ქვეყნების მიმართ, თუნდაც საინფორმაციო აქტივობა, ნულის ტოლი იყო, არაერთხელ მივმართე წინადადებით სამინისტროს ხელმძღვანელობას, ვთხოვე, რომ მოეცათ შესაძლებლობა, დაფიქსირებულიყო საქართველოს ოფიციალური პოზიცია აზიის იმ ქვეყნებში, სადაც არ გვქონდა საელჩოები, კორეამ და სინგაპურმა საქართველოს დასდო ბრალი, დარწმუნებულმი იყვნენ რომ ჩვენ დავიწყეთ ომი და დამნაშავე ქართული მხარე იყო, ეს კი ცალსხად ჩვენი დუმილის და პასიურობის დამსახურება იყო, იმ დროს, როდესაც რუსეთი აგრესიულ საინფორმაციო ომს აწარმოებდა და ყველაზე ნაკლებად პრიორიტეტული ქვეყნებიც კი არ დარჩენილან მათი ყურადრების გარეშე.

 

პასუხი იყო ის, რომ საგარე საქმეთა სამინისტროს არა აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკა აზიის ქვეყნების მიმართ და ჯერ არ გადაუწყვეტიათ სად რა და როგორი ფორმით უნდა დაიგეგმოს ეს აქტივობა. ეს “ჯერ” დღემდეც გრძელდება...  ადამიანი თუ სულ ჰაერშია და მუდმივად სხვადასხვა ქვეყნებში დაფრინავს, იქმნის “სასტიკად დაკავებული” ჩინოვნიკის იმიჯს, არ ნიშნავს რომ საქმეც რეალურად კეთდება და ყველაფერი კარგად არის, სამწუხაროდ, ამ სტრუქტურაში, ძირითადად სამსახურებრივი ტურიზმით არიან დაკავებულნი – ეს არის მათი მუდმივი მოუცლელობის მიზეზი. საწყენია როდესაც ბევრის გაკეთება შეიძლება და ძალიან მინიმალური კეთდება, სერიოზული პრობლემაა პროფესიონალიზმის მხრივაც, ელემენტარულად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს, მინიმუმ საერთაშორისო ურთიერთოებში განათლება მაინც უნდა იცოდეს, “რუსული ფილოლოგიის” გარდა - რა თქმა უნდა.

 


- ბატონო ვანო რატომ წამოხვედით იაპონიიდან ვადაზე ადრე, როგორც ვიცი, 4 წლის ნაცვლად წელიწადინახევარი იყავით მხოლოდ

 

- როდესაც იაპონიის ელჩად მნიშნავდნენ, დასაწყისშივე განვაცხადე რომ იქ მხოლოდ 2 წლის მანძილზე დავრჩებოდი, წამოვედი ჩემი განცხადების საფუძველზე, იაპონიაში პირველი ელჩი ვიყავი და იქ ყველაფერი ნულიადნ ასაწყობი იყო, იმ ბიუჯეტის და მხარდაჭერის პირობებში  რაც აქედან იყო, ვთვლი რომ ძალზე ბევრი შევძელით. დაწყებული საქართველოს გაცნობიდან და წარდგენიდან, დამთავრებული იმ მნიშვნელოვან კონტაქტებზე, თუნდაც ინვესტიციების მოზიდვის სფეროში, რომელიც დღესაც მუშაობს. თუმცა იაპონია უაღრესად რთული და ძვირი ქვეყანაა, ალბად იქ ისეთი ელჩი უნდა მუშაობდეს, რომელსაც ტოკიოში ოჯახი და შვილები თან არ ჰყავს, რაც ჩემთვის დიდი ხნით შეუძლებელი იყო.

 

 

- ოჯახთან დაკავშირებით გამახსენდა, მითხრეს რომ თქვენ ამერიკის მოქალაქეც ხართ

 

- არა, მე არ მაქვს ორმაგი მოქალაქეობა და ზოგადად მიმაჩნია, რომ დიპლომატიური კორპუსის წევრს, ორმაგი მოქალაქეობა არ უნდა ჰქონდეს, როდესაც მივიღე წინადადება, იაპონიაში საქართველოს ელჩად წავსულიყავი, ჩამოვედი ამერიკიდან, ფაქტიურად უარი ვთქვი ამერიკის მოქალაქეობაზე, რომელის მიღების იურიდული პროცედურა, რამოდენიმე თვეში სრულდებოდა და ჩემი ოჯახიც საქართველოში გადმოვიყვანე, ჩემი მეუღლეც და შველებიც იღებენ საქართველოს მოქალაქეობას, და საერთოდ, მე საქართველოში ცხოვრობას ვაპირებ და არსად არ გავრბივარ.

 

 

 


 

- ისევ წერილს დავუბრუნეთ, გასაგებია რომ არაოფიციალურად, მაგრამ რატომ გამოაგზავნეთ ეს წერილი?

 

- მაინტერესებდა კონკრეტული რჩევა ან “ინსტრუქცია” როგორ უნდა მოვქცეულიყავი, ის, რომ რუსეთის წარმოამდგენელი მიგზავნის წერილს რომელშიც მოხსენიებული ვარ როგორც სოციალისტური რესპუბლიკი ელჩი, უმნიშვნელოდ არ მეჩვენა, მართალია პირადი მიმოწერის ფორმით, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე, რომ საქმის კურსში ჩამეყენებინა მინისტირს მოადგილე, საკმაოდ რთული პერიოდი იყო საქრთველოსთვის, მიხეილ ბელი კი მართლაც უაღრესად კვალიფიციური დიპლომატია, და მაინტერესებდა გამერკვია, საქართველოსადმი ასეთი დამოკიდებულება ტენდენციის სახეს ატარებდა, თუ კონკრეტულად მე “გამეხუმრა” რუსეთის წეარმომადგენელი.  საერთოდ ასე ვიქცევი, როდესაც რაღაც საეჭვოდ მიმაჩნია “ინსტრუქციას” ვეკითხები და ამასთან საქმის კურსში ვაყენებ იმ უწყებას რომელსაც წარმოვადგენდი იაპონიაში.

 

 

- და რა გიპასუხეს?

 

- არაფერი, ვერ მოიცალეს რომ თუნდაც ასევე პირადი მესიჯი გამოეგზავნათ

 

 

- რატომ მოგმართათ ბელმა როგორც სოციალისტური რესპუბლიკის ელჩს, ეს მართლაც ხუმრობა იყო?


- არა, ხუმრობა არ ყოფილა, მალევე გარკვა, რომ ადგილი ჰქონდა მარტივ შეცდომას, დაახლოვებით იმავე პერიოდში, როდესაც მე დავინიშნე იაპონიაში საქართველოს ელჩად, რამოდენიმე სხვა ქვეყნის ელჩიც შეიცვალა, რუსეთის ელჩი მათ მილოცვის ოფიციალურ წერილებს უგზავნიდა, ჩემთვის განკუთვნილი მილოცვის წინ, ამობეჭდეს ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ელჩისთვის განკუთვნილი მილოცვის წერილი, შემდეგ ტექსტი ისე გადაიტანეს გამზადებულ ბლანკის ფორმაზე, რომ ზედა ნაწილს, სადაც სოციალისტური რესპუბლიკა ეწერა, არ მიაქციეს ყურადღება ან დაავიწყდათ შეცვლა –ასე ამიხსნა რუსეთის ელჩმა პირად საუბარში.

 

 

- და წერილში რატომ წერთ “ამხანაგ ბელს”?


 
- ეს არის მარტივი იუმორი, რომელიც არ მეგონა თუ ასეთი განსჯის საკითხი გახდებოდა

 

 

- ამ ფორმის იუმორი ოფიციალურ დიპლომატიურ ფოსტაში ძნელის აღსაქმელია

 

- გეთანხმებით, მაგრამ იუმორი პირად მიმოწერაში სრულიად გასაგები უნდა იყოს.

 

 

- ბატონო ვანო, იაპონიიდან დაბრუნების შემდეგ, სხვა ალტერნატივა, თუნდაც ისევ დიპლომატიურ კორპუსში, ან საგარეო საქმეთა სამინისტროში არ შემოგთავაზეს?

 

- არა ჯერ-ჯერობით ასეთი შემოთავაზება არ მიმიღია სხვათაშორის,  საგარეო საქმეთა სამინსიტორში, დამოუკიდებლად მოაზროვნე და კვლაიფიციურ კადრზე ნაკლები მოთხოვნილებაა, თუმცა იმედი მაქვს, სიტუაცია მალე შეიცვლება.

 

 

 

“ამხანაგი ბელის” და “სოციალისტური რესპუბლიკის ელჩის” “სახალისო” წერილი, აშკარაა რომ ”მარტივ” ინტრიგას ფარავს – ამ ორმხრივი ახსნა-განმარტების შემდგე, ბერად უფრო მეტი კითხვა გაჩნდა, ვიდრე მანამდე იყო, ან შესაძლოა არც ისე რთულად არის საქმე და პირადი მიმოწერა, ოფიციალურ დოკუმენტად მხოლოდ იმიტომ აქციეს, რომ ამით ორი ადამიანის ვანო და მიხეილ მაჭავარიანების გაშარჟება და უწყინარი დისკრედიტაცია ერთდორულად მოეხდინათ, ასეთი მეთოდი ძალზე ეფექტურად ითვლება, რომელიც ძირითადად სამომავლო ამბიციების პრევენციას ისახავს მიზნად. როგროც ჩანს, მიხეილ მაჭავარიანის ძმა ”პირადი კონტაქტების მქონე” საფრთხედ აღიქვეს, თანაც თუ ეს ძმა ზე-ნორმატიულად აქტიურობს და ახალ-ახალი პროექტების განხორციელების ინიციატივით გამოდის,როგორც ჩანს, მორიგი გადაფრენის დროს, კითხვა გაჩნდა “მაგას მინისტრის მოადგილეობა,  მინისტრობა ან სახვა ამგავარი რამე ხომ არ უნდა?” თუ ამ ლოგიკას გავყვებით, ისიც დასაშვებია, რომ ეს “დოკუმენტი” ზუსტად იმიტომ შეიქმნა, რომ  ჟურნალისტებთან მოხვედრილიყო და დოკუმენტის შესაქმნელადაც, სხვის პირად ფოსტაში, ფარული “ძრომიალიც” სულ არ გამხდარა საჭირო, მაგრამ ეს მხოლოდ ვერსიები, ფაქტი - ის ორი წერილია რომელიც უკვე დავბეჭდეთ, მათი შეფასება თუ კომენტირება კი - უკვე უსასრულო იმპროვიზაციის სფეროა.

 

 

თეო მეგრელიშვილი

 

 

 

თემატურად დაკავშირებული სიახლეები

 

   

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლეები
08-09-2010 - 11:42
პანიკა სვანეთში - მოსახლეობას ეშინია, რომ მიწებს წაართმევენ ...
30-07-2010 - 23:46
რატომ ვეღარ იხსენებს რუსთავის მერი თავის წინასაარჩევნო დაპირებებს ...
02-07-2010 - 13:24
საარჩევნო ბრძოლა წესების გარეშე ...
12-06-2010 - 01:11
„wycieczka kontrastów” ...
12-06-2010 - 01:04
Siedmiodniowa wycieczka po Gruzji – „przyroda i winnice Gruzji” (7 dni – 6 nocy) ...
09-06-2010 - 13:18
”შავ-თეთრი თბილისი” ...
08-06-2010 - 14:32
ტაბუირებული ტერორის ქრონიკა.. ...
20-05-2010 - 23:25
"მადლობა უფალს, რომ ტყეებს თვითგანახლების უნარი აქვს" ...
17-05-2010 - 12:48
ეროვნულ საგანძურს განადგურება ემუქრება ...
21-04-2010 - 19:29
ხელისუფლება უნარშეზღუდულ მოზარდებსაც წილში უზის ...
20-04-2010 - 17:56
კვასნევსკი: მოსკოვის მიმართ „პოლონეთში კლიმატი მალე შეიცვლება“ ...
15-04-2010 - 13:03
თბილისის კეთილმოწყობის სამსახურმა საფინასო დოკუმენტაციას ”გრიფით საიდუმლო” დაადო ...
27-03-2010 - 19:30
ცენტრალური აზია და კავკასია: მთავრობები შეიარაღებაზე ხარჯებს ზრდიან ...
26-03-2010 - 23:58
რეპორტაჟი უმისამართო სოფლიდან ...
21-03-2010 - 20:40
სტეფანი მაიერი - ”მეპატრონე” - თავი პირველი ...
21-03-2010 - 20:40
სტეფანი მაიერი - ”მეპატრონე” - თავი მეორე - მიყურადებული საუბარი ...
21-03-2010 - 20:24
სტეფანი მაიერი - მეპატრონე - თავი III ...
11-03-2010 - 15:20
მოხევეები შველას ითხოვენ ...
25-01-2010 - 16:22
უკრაინული არჩევნები რეგიონში აშშ-ს გავლენის შემცირებას ადასტურებს ...
09-01-2010 - 18:41
11 იანვარს მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებულებს განაჩენს გამოუტანენ ...

 

საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტის” რეიტინგი