ბავშვისა და ქალის უფლებათა ცენტრი მოზარდის გარდაცვალების ფაქტს სწავლობს
|
|
2010 წლის 10 03, ოთხშაბათი - 21:18
|
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ბავშვისა და ქალის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს 2010 წლის 8 მარტს, თბილისში, სოციალური ადაპტაციის ცენტრში მომხდარი ინციდენტის გამო. 10 წლის ვახტანგ მჟავია ადაპტაციის ცენტრში საპატრულო პოლიციამ მიიყვანა. 2 დღის შემდეგ მორიგე აღმზრდელს ბავშვი საკუთარ ოთახში გარდაცვლილი დახვდა.
ვახტანგ მჟავიას დაღუპვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. შემთხვევაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მოზარდის ცხედარი გადაასვენეს პროზექტურაში, ექსპერტიზის პასუხის თანახმად ვახტანგ მჟავიას გარდაცვალების მიზეზი ფილტვის მწავევ უკმარისობა გახდა.
ვახტანგ მჟავია ქ. რუსთავში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, საიდანაც 4 მარტს გაიპარა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მჟავიას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემებიც, თუმცა დასადგენია რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა აღნიშნულს მის გარდაცვალებასთან.
ბავშვისა და ქალის უფლებათა ცენტრმა დაიწყო აღნიშნული საკითხის შესწავლა, რათა დაადგინოს მიზეზები, თუ რატომ ვერ მოხერხდა ბავშვის გარდაცვალების თავიდან აცილება.
|
|
|