ქარ         eng         рус
კალენდარი
აგვსექტემბერი 2010ოქტ
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910
ვალუტის კურსები

ამინდის პროგნოზი

სპორტი

წლის მთავარი მოვლენა ბაზიერთათვის - საქართველოს პირველობისთვის ბრძოლა 7 ნოემბერს შედგება
2009 წლის 27 10, სამშაბათი - 00:04

ტყავის ხელთათმანზე შემომჯდარი მიმინო მშვიდად ზის და პატრონის ბრძანებას ელოდება, ნამდვილი ნადირობა არ არის და ნახევრად მოთვინიერებულ ფრინველსაც პატრონის ბრძანებები მშვიდად აქვს შესასრულებელი - მითითებულ ადგილზე უნდა მიფრინდნენ, დაჯდნენ და შემდეგ პატრონის მოხმობისას უკან, ტყავის ხელთათმანიან ხელზე ჩამოჯდნენ, თუ ყველაფერი კარგად შეასრულეს - პატრონი იამაყებს, ხოლო თუ პატრონიც და მისი სიამაყეც ნაკლებად აღელვებთ, შეუძლიათ სულაც ”აიწყვიტონ” და თავისუფლება დაიბრუნონ, გაქცეულ მიმინოს არავინ დაედევნება - ბაზიერობა სპორტის სახეობაა და აქ ყველა მოულოდნელობა დაშვებულია.

ბაზიერობა უძველესი პერიოდიდან იღებს სათავეს, ვახტანგ გორგასლის გაწვრთნილმა შევარდენმა ხოხობი მაშინ დაიჭირა და ”ჩახარშა” ცხელ წყალში, როდესაც თბილისი ჯერ არ არსებობდა, ასე რომ თბილისი და საქართველოს ისტორია ბაზიერებთან ვალშია.

,,ბაზი” სპარსული სიტყვაა და ქართულად მიმინოსა და ქორს აღნიშნავს, ანუ ზოგადად იმ ფრინველთა აღმნიშვნელად გამოიყენება, რომლებსაც მონადირეები სანადიროდ იყენებენ. M

მონადირეები ”ბაზს” დღესაც ბადით ან სპეციალურად მისთვის დაგებული ხაფანგით იჭერენ, ან ახლადგამოჩეკილი ბუდიდან ამოჰყავთ და ადამიანებსა და არსებულ გარემო პირობებს აჩვევენ. ბაზიერი კი ის ადამიანია, რომელიც მთელ თავის დროს და ენერგიას, მონადირე ფრინველის გაწვრთნას ახმარს.

ფეოდალურ საქართველოში ბაზიერი ქორ-შევარდენთა დამგეშავ-მწვრთნელს ეწოდებოდა.  მას  შავარდნის ბუდის დაცვა და საშავარდნო გადასახადის აკრეფისთვის თვალყურის დევნა ევალებოდა.

ბევრად აბად არც იცის, რომ საქართველოში ბაზიერთა შეჯიბრი 1969 წლიდან მოყოლებული  ყოველწლიურად ტარდება. ,,ბაზიერები დასაგეშ ფრინველებს, შავარდნებს, ქორებს, მიმინოებს და სხვებს, აგვოსტოში მთაში იჭერენ, მათი გაწვრთნის პერიოდი, მაქსიმუმ 3 თვეა, ამ შრომის მიზანი კი შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღებაა.

საქართველოს მოქალაქეებს ბაზიერთა შეჯიბრის ნახვა, 7 ნოემბერს ქუთაისში  ,,ტორპედოს” სტადიონზე შეეძლებათ, ბაზიერთა შეჯიბრი საქართველოს პირველობის მოსაპოვებლად გაიმართება.

ბაზიერთა შეჯიბრი ტრადიციულად ოქტომბრის ბოლოს-ნოემბრის დასაწყისში იმართება, სწორედ ამ დროს მთავრდება ნადირობის სეზონი. ბაზიერთა შეჯიბრების დასრულების შემდეგ, ბაზიერები დაჭერილ ფრინველებს უშვებენ და ბუნებას უბრუნებენ.

ბაზიერთა კავშირის თავჯდომარე გოჩა კვანტალიანი ”ფაქტთან” საუბარში აცხადებს, რომ ამ შეჯიბრის  მთავარი მიზანი, ფრინველის გაწვრთნილობის შეფასებაა. წელს ბაზიერთა შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა 80-მდე ბაზიერმა მიიღო. 10, 20 და 50 მეტრიან მონაკვეთებად დაყოფილ მინდორზე ბაზიერები თავიანთ ფრინველებთან ერთად ჩამწკრივდნენ.

მალხაზ დანელია: ,,დაახლოებით 40 წელია, რაც ბაზიერთა შეჯიბრებებში ვმონაწილეობ. ძალიან მიყვარს სპორტის ეს სახეობა. ჩემთვის გამარჯვებასა და ჯილდოს იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც ამ შეჯიბრში მონაწილეობას.”

საქართველოს ბაზიერთა კავშირის თავჯდომარე გოჩა  კვანტალიან შეეცადა შეჯიბრების ფორმატი ჩვენთვის დეტალურად გაეცნო. როგორც გავიგეთ, შეჯიბრი ორ ეტაპად იყო გაყოფილი. Pპირველი - ეს იყო ფრინველის ხელზე მოხმობა, რაც შემდეგ გულისხმობს, როცა ბაზიერი დაგეშილ ფრინველს დაუძახებს, ის მაშინვე მასთან უნდა მიფრინდეს და ხელზე დააჯდეს. რომელ ბაზიერთანაც უფრო სწრაფად მიფრინდება ბაზი, ის იქნება ბაზიერთა შეჯიბრის მთავარი გამარჯვებული.  იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გაწვრთნილი ფრინველი პატრონს აღარ დაუბრუნდა და ლაღად გაფრინდა. შეჯიბრის მეორე ეტაპი მსხვერპლის დაჭერაა. Mმოედნის ცენტრში ხელოვნურად გაკეთებულ ბუჩქთან გაშვებულ მწყერს რომელი ბაზიერის ფრინველიც უფრო სწრაფად დაიჭერდა, მას მით უფრო მეტი ქულა ეწერება.  ბაზიერთა მიერ ორივე ეტაპზე დაგროვილი ქულების შეჯამების შედეგად ხდება გამარჯვებულთა გამოვლენაც, მიუხედავად იმისა, რომ თბილისობაზე ამ კონკურისის ”გენერაური რეპეტიცია” შედგა, ძირითადი ასპარეზობა ჯერ კიდევ წინ არის, იმ 80 მონწილის დიდი უმრავლესობა, რომელთაც ფრინველი პირდაპირ შეჯიბრის დროს არ გაუფრინდა, 7 ნოემბერს მთავარი წოდებისთვის საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

                    Mმანო ბაზუაშვილი

თემატურად დაკავშირებული სიახლეები

 

   

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლეები
08-09-2010 - 11:42
პანიკა სვანეთში - მოსახლეობას ეშინია, რომ მიწებს წაართმევენ ...
30-07-2010 - 23:46
რატომ ვეღარ იხსენებს რუსთავის მერი თავის წინასაარჩევნო დაპირებებს ...
02-07-2010 - 13:24
საარჩევნო ბრძოლა წესების გარეშე ...
12-06-2010 - 01:11
„wycieczka kontrastów” ...
12-06-2010 - 01:04
Siedmiodniowa wycieczka po Gruzji – „przyroda i winnice Gruzji” (7 dni – 6 nocy) ...
09-06-2010 - 13:18
”შავ-თეთრი თბილისი” ...
08-06-2010 - 14:32
ტაბუირებული ტერორის ქრონიკა.. ...
20-05-2010 - 23:25
"მადლობა უფალს, რომ ტყეებს თვითგანახლების უნარი აქვს" ...
17-05-2010 - 12:48
ეროვნულ საგანძურს განადგურება ემუქრება ...
21-04-2010 - 19:29
ხელისუფლება უნარშეზღუდულ მოზარდებსაც წილში უზის ...
20-04-2010 - 17:56
კვასნევსკი: მოსკოვის მიმართ „პოლონეთში კლიმატი მალე შეიცვლება“ ...
15-04-2010 - 13:03
თბილისის კეთილმოწყობის სამსახურმა საფინასო დოკუმენტაციას ”გრიფით საიდუმლო” დაადო ...
27-03-2010 - 19:30
ცენტრალური აზია და კავკასია: მთავრობები შეიარაღებაზე ხარჯებს ზრდიან ...
26-03-2010 - 23:58
რეპორტაჟი უმისამართო სოფლიდან ...
21-03-2010 - 20:40
სტეფანი მაიერი - ”მეპატრონე” - თავი პირველი ...
21-03-2010 - 20:40
სტეფანი მაიერი - ”მეპატრონე” - თავი მეორე - მიყურადებული საუბარი ...
21-03-2010 - 20:24
სტეფანი მაიერი - მეპატრონე - თავი III ...
11-03-2010 - 15:20
მოხევეები შველას ითხოვენ ...
25-01-2010 - 16:22
უკრაინული არჩევნები რეგიონში აშშ-ს გავლენის შემცირებას ადასტურებს ...
09-01-2010 - 18:41
11 იანვარს მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებულებს განაჩენს გამოუტანენ ...

 

საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტის” რეიტინგი