11 იანვარს, მუხრავონის აჯანყებაში ბრალდებულ 21 პატიმარს, განაჩენს გამოუტანენ, 9 ინავრს გამართულ პროცესზე, სასამართლომ, განსასჯელთა საბოლოო სიტყვა მოისმინა, ლევან ამირიძე, გიორგი ჩალათაშვილი, კახა კობაიძე, ზურაბ ბზიშვილი ბრალს არ აღიარებენ, დანაშაულებრივ ქმედებასთან რაიმე სახის კავშირს, კობა კობალაძეც გამორიცხავს, თუმცა პროკურატურა მას მთავარ ”მეამბოხედ” ასახელებს და მისთვის 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. 4-დან 20 წლამდე პატიმრობა ექმუქრებათ სხვა ბრალდებულებსაც. ადამიანის უფლებათა დამცველები, ბრალდებულთა უფლებების უხეშ დარღვევასა და ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ წნეხზე საუბრობენ.
ნანა კაკაბაძე: - ეს ისტორია, თავიდანვე დიდი ფლები იყო, რომელიც ხელისუფლებამ მინისტრის შესაცვლელად მოაწყო, უნდოდათ რომ დავით სიხარულიძე ბაჩო ახალაიათი ჩაენაცვლებინათ და ეს ბევრისთვის ტრაღიკული სპექტაკლის ფონზე მოაწყვეს.
- დავით სიხარულიძესთვის რომ ეთქვათ გადადექიო, წინააღმდეგობას გაუწევდა?
არა რათქმაუნდა, ის ამ ხელისუფლების გუნდის წევრია და ყოველგვარი გართულების გარეშე გადადგებოდა, თუმცა მაგრამ არსებობდა დასავლეთის აზრი. სიხარულიძე პროდასავლური კანდიდატი იყო და, აქედან გამომდინარე, მთავრობას სერიოზული არგუმენტი სჭირდებოდა, თუ რატომ უნდა შეცვლილიყო იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი. მიუხედავად იმისა, რომ დავით სიხარულიძე ამ გუნდის წევრია, ის ისეთი ადამიანია, რომელიც ბევრ რამეზე თანახმა არ იქნებოდა. ახალაია კი ყველაფერზე წამსვლელია. მან დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დროს, მთავრობას დაანახვა, რომ იგი ყველა უკანონო ბრძანებას და ქმედებას უსიტყვოდ შეასრულებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ხელისუფლებამ ეს ამბოხი დავით სიხარულიძის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის მნიშვნელოვან არგუმენტად გამოიყენა. დღევანდელი მთავრობის წევრთა ინტერესებში შედის, ჯარს მიეცეს არა ის სტატუსი, რაც უნდა ჰქონდეს, არამედ ის რომ ქართული ჯარი ერთი კონკრეტული პირის დაცვის სამსახურში ჩადგეს, სწორედ ამის განხორციელება ევალება ბაჩო ახალაიას.
- 11 იანვარს მუხრავონის ამბოეხაბაში ბრალდებულებს, განაჩენს გამოუტანენ, საერთოდ ეს პროცესები, ძალზე უხმაუროდ და ფარულად მიმდინარებს, თითქოს ცდილობენ საზოგადოებამ მათ შესახებ დაივიწყოს, თუ გახდა რაიმე ახალი დეტალი ცნობილი ამ ხნის მანძილზე?
- სასამართლო პროცესებზე ბრალდებულებს არანაირი ჩვენებები არ მიუციათ. ერთადერთი რასაც ისინი აღიარებენ, ეს დანაშაულის განუცხადებლობაა. ხოლო მათ რა არ განაცხადეს და რა იყო ის დანაშაული, ისინი ამასთან დაკავშირებით უკვე არაფერს ამბობენ. მათი აღიარებითი ჩვენება იძულებითია, რადგან დაპატიმრებულებს საპროცესი შეთანხმების იმედი აქვთ, რაც სწორედ ბრალდებულისგან დანაშაულის აღიარებას ითვალისწინებს.
- ანუ თქვენ ამბობთ, რომ ბრალდებულები საკუთარ დანაშაულზე არ საუბრობენ?
- ისინი გარკვევით არ საუბრობენ. ბრალდებულები ამბობენ, რომ მათ შეასრულეს უკანონო ბრძანება და სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ტექნიკა კანონდარღვევით გადაადგილეს. საინტერესოა, რატომ იყო ეს მათი მხრიდან უკანონო ქმედება ან რატომ იყო ეს განუცხადებლობა - დანაშაული? მათი ჩვენებები აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ მათზე არის რაღაც სერიოზული ზეწოლა და ამასთანავე გარკვეული დაპირებები ხელისუფლების მხრიდან, რაც, ჩემი აზრით, არარეალურია.
- მუხროვანის ამბოხში ერთ-ერთმა ბრალდებულმა გიორგი ღვალაძემ რამდენიმე პირს, მათ შორის შალვა ნათელაშვილსაც, სამხედრო არეულობაში მონაწილეობისთვის დასდო ბრალი, ამასთან დაკავშირებით რა ინფორმაციას ფლობთ?
- გიორგი ღვალაძეს ამ ამბოხებაში მონაწილედ ბევრი ადამიანი ჰყავს დასახელებული, თუმცა მათგან არც ერთი არ დაკითხულა, მათ შორის არც შალვა ნათელაშვილი. ეს იმიტომ, რომ ღვალაძეს თავიდანვე მითითება ჰქონდა მიცემული, თუ როგორი ჩვენება უნდა მიეცა. თუმცა მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა გააცნობიერა, რა სიტუაციაშიც იყო გახვეული, მან დააპირა მიცემული ჩვენების შეცვლა. ამასთან დაკავშირებით მისი ხელნაწერი მტკიცებულებაც არსებობს, სადაც ის წერს, რომ მის მიერ მიცემული ჩვენება ყალბი იყო. სწორედ იმ დღეს, როცა ის აპირებდა სასამართლო პროცესზე სიმართლის თქმას, მას მოუხსნეს პირადი ადვოკატი და დაუნიშნეს სახაზინო ადვოკატი. ამ დროისთვის თითქმის ყველა ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი ჰყავს.
ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდიბარე, მიჩნდება შეკითხვა: თუ მუხროვანის ბაზაზე ადგილი მართლაც ჰქონდა სამხედრო ამბოხს, მაშინ ხელისუფლებას რაში სჭირდება ხრიკების გამოყენება და სახაზინო ადვოკატების დანიშვნა? თუ მართლაც ადგილი ჰქონდა ასეთ სერიოზულ დანაშაულს, მაშინ ხელისუფლება ამას რატომ არ იძიებს? მთავრობა მომხდარი დანაშაულის გამოაშკარავებას საერთოდ არ ცდილობს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს რაღაცისთვის გაკეთდა. ბრალდებულებზე ზეწოლით ხელისუფლება ცდილობს დამალოს და არ გამოაშკარაოს ის, რაც რეალურად მოხდა 5 მაისს. ჩვენი ქვეყნის მთავრობა ყველანაირად ცდილობს მუხროვანის ბაზაზე მომხდარი ინციდენტი ისეთნაირად შენიღბოს, როგორც ეს დასავლეთის თვალში იმიჯის ასამაღლებლად არის საჭირო.
- თუმცა ყველაფრის მიუხედავად, საკმაოდ ბევრი ადამიანია დაპატიმრებული და მათ საკმაოდ სერიოზული სასჯელი, 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- ამ ინციდენტისთვის რეალურად პასუხი მხოლოდ უბრალო ჯარისკაცებმა აგეს, რომლებიც იქ პატიოსნად იხდინდნენ თავიანთ ვალს ქვეყნის წინაშე. ასევე სრულიად უმიზეზოდ არჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს აგებინებენ ეროვნული გვარდიის ყოფილ სარდალს კობა კობალაძეს, რომელიც ღვალაძემ მუხროვანის ამბოხების ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დაასახელა. კობალაძე ამ საქმესთან არანაირ კავშირში არ არის. კობა კობალაძე, რომელსაც შესაძლოა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს, დღემდე ისე ზის ციხეში, რომ წარმოდგენაც კი არ აქვს, რა მოხდა სინამდვილეში და რა მოთხოვნები აქვს მასთან ხელისუფლებას.