ქარ         eng         рус
კალენდარი
აგვსექტემბერი 2010ოქტ
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
45678910
ვალუტის კურსები

ამინდის პროგნოზი

სამართალი

პროკურატურამ საბიუჯეტო თანხების მითვისებისთვის ”კავკას-ავტომაგისტრალის” თანამშრომლები დააკავა
2010 წლის 08 02, ორშაბათი - 12:23

სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ სააქციო საზოგადოება ”კავკას-ავტომაგისტრალის” დირექტორი მევლუდ დათაშვილი, მშენებლობის და ექსპლოატაციის უფროსი ნიკოლოზ მეტრეველი, წარმოების უფროსები მურმან კალატოზიშვილი და ვაჟა მამულაშვილი დააკავა. ოფიციალური ინფორმაციით, მათ ყალბი დოკუმენტაციის დამზადების და გამოყენების გზით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 510 000 ლარის მითვისება ბრალდებათ.

 


გამოძიების პროცესში გამოვლინდა საინტერესო და აქამდე უცნობი სქემა, რომლის მიხედვით ზემოხსენებული პირები სასარგებლო წიაღისეულის კარიერიდან, აღურიცხავად მოიპოვებდნენ სამშენებლო მასალებს და შემდგომში ასევე აღურიცხავად იყენებდნენ გზების მშენებლობაში. კერძოდ, მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ აღურიცხავად მოპოვებული მასალების ლეგალიზების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, დოკუმენტებში ფიქტიურად უთითებდნენ, თითქოს ერთი სატვირთო მანქანა დღეში გადაზიდავდა დაახლოებით 70 რეის სამშენებლო მასალას, რაც ობიექტურად შეუძლებელი იყო.

 


დანაშაული, რაშიც ბრალი ედებათ მევლუდ დათაშვილს, ნიკოლოზ მეტრეველს, მურმან კალატოზიშვილს და ვაჟა მამულაშვილს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~ ქვეპუნქტით არის გათვალისწინებული და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თემატურად დაკავშირებული სიახლეები

 

   

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლეები
08-09-2010 - 11:42
პანიკა სვანეთში - მოსახლეობას ეშინია, რომ მიწებს წაართმევენ ...
30-07-2010 - 23:46
რატომ ვეღარ იხსენებს რუსთავის მერი თავის წინასაარჩევნო დაპირებებს ...
02-07-2010 - 13:24
საარჩევნო ბრძოლა წესების გარეშე ...
12-06-2010 - 01:11
„wycieczka kontrastów” ...
12-06-2010 - 01:04
Siedmiodniowa wycieczka po Gruzji – „przyroda i winnice Gruzji” (7 dni – 6 nocy) ...
09-06-2010 - 13:18
”შავ-თეთრი თბილისი” ...
08-06-2010 - 14:32
ტაბუირებული ტერორის ქრონიკა.. ...
20-05-2010 - 23:25
"მადლობა უფალს, რომ ტყეებს თვითგანახლების უნარი აქვს" ...
17-05-2010 - 12:48
ეროვნულ საგანძურს განადგურება ემუქრება ...
21-04-2010 - 19:29
ხელისუფლება უნარშეზღუდულ მოზარდებსაც წილში უზის ...
20-04-2010 - 17:56
კვასნევსკი: მოსკოვის მიმართ „პოლონეთში კლიმატი მალე შეიცვლება“ ...
15-04-2010 - 13:03
თბილისის კეთილმოწყობის სამსახურმა საფინასო დოკუმენტაციას ”გრიფით საიდუმლო” დაადო ...
27-03-2010 - 19:30
ცენტრალური აზია და კავკასია: მთავრობები შეიარაღებაზე ხარჯებს ზრდიან ...
26-03-2010 - 23:58
რეპორტაჟი უმისამართო სოფლიდან ...
21-03-2010 - 20:40
სტეფანი მაიერი - ”მეპატრონე” - თავი პირველი ...
21-03-2010 - 20:40
სტეფანი მაიერი - ”მეპატრონე” - თავი მეორე - მიყურადებული საუბარი ...
21-03-2010 - 20:24
სტეფანი მაიერი - მეპატრონე - თავი III ...
11-03-2010 - 15:20
მოხევეები შველას ითხოვენ ...
25-01-2010 - 16:22
უკრაინული არჩევნები რეგიონში აშშ-ს გავლენის შემცირებას ადასტურებს ...
09-01-2010 - 18:41
11 იანვარს მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებულებს განაჩენს გამოუტანენ ...

 

საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტის” რეიტინგი